Перейти к основному содержимому
სასტუმრო კომპლექსი კრუიზი
სასტუმრო კომპლექსი კრუიზი

სასტუმროს რეცეფციის თანამშრომელი

თბილისისასტუმრო, ტურიზმი
Полная занятостьБез опыта
от ₾1 200 / месяц

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

1 день назад12 просмотров

Описание

კომპლექსი "კრუიზი" მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით.

ვაკანსია — სასტუმროს რეცეფციის თანამშრომელი

ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 81
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მუშაობა — 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს
ანაზღაურება: 1200 ლარი
კვება: უზრუნველყოფილია

ძირითადი მოვალეობები:
  •  სტუმრების პროფესიონალური მიღება, რეგისტრაცია და გაცილება (Check-in / Check-out);
  •  ჯავშნების მართვა და მონაცემების შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
  •  სატელეფონო ზარებისა და ონლაინ მოთხოვნების მართვა;
  •  სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და წესების შესახებ;
  •  ანგარიშსწორების პროცედურების განხორციელება;
  •  სტუმრების საჭიროებებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება;
  •  რეპორტების მომზადება და ცვლის გადაცემა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  •  ინგლისური და რუსული ენების ცოდნა — საკომუნიკაციო დონეზე;
  •  ძლიერი კომუნიკაციისა და მომსახურების უნარები;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  •  სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  •  კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected]

საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა:

"კომპლექსი კრუიზი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კომპლექსი კრუიზი"-ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Похожие вакансии