Перейти к основному содержимому
ჯიბე ქეშ & ქერი
ჯიბე ქეშ & ქერი

საწყობის მენეჯერი - ნუცუბიძის ფილიალი

თბილისილოჯისტიკა, საწყობი
Полная занятость1-2 года
от ₾1 700 / месяц

Работодатель не указал контактные данные.

15 часов назад10 просмотров

Описание

Jibe Cash & Carry ნუცუბიძის ფილიალი, აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო გრაფიკი: სრული , 09:00-17:00

ანაზღაურება - 1700 ლარი ( გამოსაცდელ პერიოდში I თვე - 1500, II თვე-1600 , მესამე თვიდან 1700)

საწყობის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება (მაღაზიის მართვის პროცედურა);
  • მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და საწყობში განთავსების მონიტორინგი; სავაჭრო დარბაზისათვის პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობის ტერიტორიაზე;
  • პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
  • "წითელი ნაშთები"-ს კონტროლი; ("წითელი ნაშთების" განმარტება მოცემულია დოკუმენტში "მაღაზიის მართვის პროცედურა");
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია გამოცდილება საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/iD1EZdac

Похожие вакансии