Перейти к основному содержимому
სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო
სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო

საწყობის მენეჯერი

თბილისილოჯისტიკა, საწყობი
Полная занятостьБез опыта
от ₾1 600 / месяц

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

9 часов назад39 просмотров

Описание

სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო” აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!
ანაზღაურება: 1600 ლარიდან + ბონუსები
სამუშაო საათები: 09:00 - 19:00
დასვენების დღე : კვირა

მოვალეობები:
  • პასუხისმგებელია პროდუქციის მიღების პროცესის კონტროლზე.
  • პასუხისმგებელია ჩამოსაწერი პროდუქტის დახარისხების კონტროლზე და შესაბამისი პროგრამული ოპერაციების სწორად წარმოებაზე.
  • ვალდებულია შეკვეთის მიღებისას მოახდინოს წარმოებისთვის საჭირო პროდუქციის მომარაგება.
  • შეასრულოს უშუალო უფროსის მიერ მიცემული წინამდებარე სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული სამუშაო.
  • კისრულობს ვალდებულებას და იღებს პასუხისმგებლობას, მუდმივ რეჯიმში გააკონტროლოს და მოითხოვოს მისდამი დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი და ხარისხიანი შესრულება
  • ვალდებულია დაიცვას კომპანიაში არსებული ყველა ბრძანება/შიდა ინსტრუქცია, რომელიც ეხება მის საქმიანობას.

მოთხოვნები:
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
  • შრომის პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებებს!
სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
ტელ: + 995 32 2 907 907

Требования

ენები: ქართული

Похожие вакансии