დაქირავებული თანამშრომელი შეასრულებს სამუშაოს
შპს „ეიჩარი“-ს ერთ-ერთი საერთაშორის კომპანიის თხილის ბაღებში,
ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში.სამუშო განრიგი: კვირაში 5 დღე, 40 საათი, სამუშაოს დაწყებისა და დასრულების დრო სამუშაოს სეზონურობიდან გამომდინარე იქნება განსხვავებული დაწყების დრო 07 საათიდან 09 საათის შუალედში, ხოლო დასრულების დრო 18 საათიდან 20 საათის შუალედში.
ძირითადი უფლება-მოვალეობები:
- სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის თანამშრომლების მოძიება.
- დროებითი თანამშრომლების შესაბამისი საბუთების (პირადობის ასლი, საბანკო რეკვიზიტები და ა,შ) შეგროვება.
- დროებითი თანამშრომლების სამუშაო ადგილზე გამოცხადების უზრუნველყოფა.
- თანამშრომლების აღრიცხვა სამუშაოს დაწყების და დასრულების დროს.
- შესრულებული სამუშაოს შედეგების აღრიცხვის/უწყისების შემოწმება და სისწორის გაკონტროლება.
- საველე სამუშაოებზე სხვადასხვა საკითხებზე მომუშავე პერსონალთან და მათ სუპერვაიზერებთან მუდმივი კომუნიკაცია.
- საველე სამუშაოებზე წესრიგისა და მოთხოვნებთან შესაბამისად სამუშაოს შესრულების გაკონტროლება.
- პერსონალისათვის შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟების ჩატარება, რომლებიც დაფუძვნებული იქნება შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშრებულ საფრთხეებსა და რისკებთან.
- სამუშაო პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვის მონიტორინგი.
მოთხოვნები:
- აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ფლობა.
- აუცილებელია შრომის უსაფრთხოების მოქმედი სერტიფიკატის ქონა.
- საველე პირობებში მუშაობის მზადყოფნა.
- სასურველია სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება, როგორც საველე, ისე ადმინისტრაციული საქმიანობის მიმართულებით.
ბენეფიტები:
- ავტომობილის საწვავის ლიმიტი.
- მობილური ტელეფონის ლიმიტი.
დაინტერესებულმა კანდიდატებს გთხოვთ, დაგვირეკოთ +995 577 242 950