Перейти к основному содержимому

სცენის ტექნიკოსი

Полная занятостьБез опытаთბილისი
₾150 - ₾300 / месяц
19 часов назад8 просмотров

Описание

სასცენო კონსტრუქციების დამხმარე მუშა

ვეძებთ პასუხისმგებლიან და ფიზიკურად მომზადებულ თანამშრომლებს ღონისძიებებზე სცენის, პოდიუმისა და სასცენო კონსტრუქციების აწყობა-დაშლისთვის.

სამუშაო ასევე მოიცავს საწყობში ინვენტარის მომზადებას, ჩატვირთვა-გადმოტვირთვას და დინამიკების, განათებისა და LED ეკრანის მონტაჟში დახმარებას.

გრაფიკი: არასტაბილური, ღონისძიებების მიხედვით — თვეში დაახლოებით 3-10 გამოძახება. შესაძლებელია სხვა სამსახურთან შეთავსება.

ანაზღაურება: 200-700 ლარი თითო ღონისძიებაზე, სამუშაოს მოცულობისა და ხანგრძლივობის მიხედვით. პირობები წინასწარ თანხმდება.

მოთხოვნები:

* მაღალი პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა;
* ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნა;
* სამუშაოზე აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა;
* გუნდურად მუშაობის უნარი;
* მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად.

გამოცდილება აუცილებელი არ არის. მონდომებულ თანამშრომელს ექნება გახმოვანების, განათებისა და LED ეკრანის სისტემების შესწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი
კომპანია: AV RENT / Proelectronics

Отправить заявку

Отправьте своё резюме напрямую работодателю.

Похожие вакансии