დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
5 часов назад17 просмотров
Описание
Eco House Merisi აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სტუმართა მომსახურების ასისტენტი (სასტუმრო და კაფე).
Eco House Merisi არის პატარა, მყუდრო ბუტიკ-სასტუმრო, რომელიც მოიცავს 14 ნომერს და სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ კაფეს. სასტუმროს მცირე მასშტაბიდან გამომდინარე, პოზიცია უნივერსალურია და აერთიანებს სტუმრების დახვედრას, ბარგის გადატანაში დახმარებას, სტუმრების გაცილებასა და კაფეში მომსახურებას. ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლიან და სტუმართმოყვარე თანამშრომელს, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული სტუმრების ყოველდღიურ მომსახურებაში და დაეხმარება მომსახურების მენეჯერს სამუშაო პროცესში.
სამუშაო დღეები: 15-20 ანაზღაურება: (100-110 ლარი დღეში განაკვეთი + ბონუსი)
ძირითადი მოვალეობები:
სტუმრების დახვედრა და გაცილება;
სტუმრების ნომრებამდე მიყვანა და ბარგის გადატანაში დახმარება;
სტუმრების საჭიროების შემთხვევაში დახმარება და მათი მოთხოვნების შესრულება;
კაფეში სტუმრების მომსახურება;
შეკვეთილი კერძებისა და სასმელების სტუმრებთან მიტანა;
მაგიდების გაწყობა, ალაგება და მოწესრიგება;
მომსახურების მენეჯერის დახმარება ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში;
სტუმრებისთვის საჭირო ნივთებისა და აქსესუარების მიწოდება;
სასტუმროსა და კაფეში სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნებაში მონაწილეობა;
სტუმრების კომფორტსა და კმაყოფილებაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ენერგიულობა და ფიზიკური აქტივობისთვის მზადყოფნა;
კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
ორგანიზებულობა და ყურადღებიანობა;
სტუმართმოყვარეობა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ინგლისური ენის კარგი ცოდნა
რას გთავაზობთ:
მყუდრო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
სასტუმროსა და სარესტორნო მომსახურების სფეროში გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
კარიერული ზრდისა და მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე დაწინაურების პერსპექტივას;
მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობას.
ჩვენ ვეძებთ აქტიურ და მოტივირებულ ადამიანს, რომელსაც უყვარს სტუმრებთან ურთიერთობა, არ ერიდება მრავალფეროვანი სამუშაოს შესრულებას და სურს პროფესიული განვითარება სტუმარმასპინძლობის სფეროში.
რეზიუმე და მოკლე ინფორმაცია საკუთარ თავზე გამოგზავნეთ: [email protected]