Перейти к основному содержимому
ჯეო კონსალტინგი
ჯეო კონსალტინგი

თარჯიმანი

თბილისიგანათლება
Полная занятостьБез опыта

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

7 часов назад8 просмотров

Описание

საპროექტო/საზედამხედველო კომპანია "Geo Consulting" აცხადებს ვაკანსიას თარჯიმნის პოზიციაზე.

ორგანიზაციის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:
  • პროექტის ფარგლებში გასაცვლელი დოკუმენტაციის თარგმნა ქართულიდან ინგლისურად და პირიქით;
  • პროექტის მიმდინარეობისას თანამშრომლებთან, დამკვეთებთან და სხვა მხარეებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • სინქრონული თარგმანი შეხვედრების დროს (ქართულიდან ინგლისურად და პირიქით);
  • თარგმნილი დოკუმენტების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში რედაქტირება;
  • ხელმძღვანელის ან დამკვეთის მიერ მიწოდებული მასალების თარგმნა;
  • დოკუმენტაციის თარგმნა პროექტირების სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას;
  • საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე სამუშაო ჯგუფთან ერთად გასვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა (ვერბალურად და წერილობით);
  • თარგმნის გამოცდილება ტექნიკურ ან საინჟინრო კონტექსტში (უპირატესობად ჩაითვლება);
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ყურადღება დეტალების მიმართ;
  • მოქნილობა და სხვადასხვა სამუშაო ფორმატზე სწრაფად ადაპტაციის უნარი.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

Требования

ენები: ინგლისური, ქართული

Похожие вакансии