Перейти к основному содержимому
Tempel Travel Caucasus
Tempel Travel Caucasus

ტურ-მენეჯერი

Полная занятостьБез опытаთბილისი
от ₾2 300 / месяц
5 часов назад104 просмотра

Описание

ტურისტული კომპანია „თემფელ თრეველ კავკასუს“, რომელიც შემომყვანი (Incoming) ტურიზმის მიმართულებით საქმიანობს, ეძებს ტურ-მენეჯერს.

ძირითადი მოვალეობები:
  • ჯგუფური ტურების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • ჯავშნების მიღება და დამუშავება ელექტრონული ფოსტისა და ტელეფონის საშუალებით;
  • კომუნიკაცია ადგილობრივ მომწოდებლებთან და პარტნიორებთან;
  • ჯავშნებთან დაკავშირებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის მხარეებთან კოორდინაცია;
  • ტურის დაწყებამდე ყველა საჭირო სერვისის დროული დაჯავშნა;
  • ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების მომზადება და გაფორმება;
  • პროექტის დასრულების შემდეგ გაწეული სერვისების შეფასება და შესაბამისი ინფორმაციის ფინანსურ პროგრამაში ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს ტურისტულ კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა — ზეპირი და წერითი კომუნიკაციის საშუალო დონეზე;
  • საქართველოს ტურისტული მიმართულებების, ღირსშესანიშნაობების, კურორტების, სასტუმროებისა და რესტორნების ცოდნა;
  • MS Office-ის კარგი ცოდნა;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ:
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი–პარასკევი — 09:00–17:00;
შაბათი — ონლაინ მუშაობა;
დასვენების დღე — კვირა.

ანაზღაურება: 2300 ₾ — ფიქსირებული ხელფასი.
სამუშაო ადგილი:
თბილისი, ც. დადიანის ქ. 7, ქარვასლა ბიზნეს პლაზა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
გელოდებით თქვენს CV-ს!

Требования

ენები: ინგლისური, რუსული

Отправить заявку

Отправьте своё резюме напрямую работодателю.

Похожие вакансии