Перейти к основному содержимому
უძრავი ქონების სააგენტო Jhome
უძრავი ქონების სააგენტო Jhome

უძრავი ქონების აგენტი

ბათუმიგაყიდვები, მარკეტინგი
Полная занятостьБез опыта

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

18 часов назад13 просмотров

Описание

უძრავი ქონების წამყვანი კომპანია „Jhome“ აცხადებს ენერგიული, კომუნიკაბელური და მიზანდასახული გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას.



მოვალეობები:
• უძრავი ქონების გაყიდვისა და გაქირავების პროცესის მართვა;
• პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
• უძრავი ქონების ობიექტების მოძიება და კლიენტებისთვის შეთავაზება;
• ბინებისა და კომერციული ფართების დათვალიერების ორგანიზება;
• მოლაპარაკებების წარმოება მყიდველებთან, გამყიდველებთან და დამქირავებლებთან;
• უძრავი ქონების განცხადებების განთავსება და განახლება;
• კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
• გარიგების პროცესის კოორდინაცია და კლიენტებისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა.

Требования

• გამოცდილება არ არის აუცილებელი — ჩვენ უზრუნველვყოფთ სრულ სწავლებასა და მხარდაჭერას.
• კომპიუტერთან და სოციალურ ქსელებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა;
• ქართული ენის გამართული ცოდნა;
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
• უძრავი ქონების ან გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის.

სასურველი თვისებები:
• კომუნიკაბელურობა და პოზიტიური დამოკიდებულება;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
• დამაჯერებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
• ინიციატივიანობა და პროაქტიულობა;
• ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა;
• გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
• სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მოქმედების უნარი;
• სწრაფი ადაპტაციისა და სწავლის უნარი;
• დეტალებზე ყურადღების გამახვილება;
• პუნქტუალურობა და პროფესიული ეთიკის დაცვა.

Условия и бонусы

სამუშაო პირობები:
• სამუშაო გრაფიკი: მოქნილი (10:00–18:00 / 11:00–19:00);
• ანაზღაურება: 2000 – 10000+ ₾ (შესაძლებლობა, თავად განსაზღვროთ თქვენი შემოსავლის ზედა ზღვარი);
• სწავლება: სრულფასოვანი საწყისი ტრენინგი და ყოველდღიური პროფესიული მხარდაჭერა;
• სამუშაო გარემო: მეგობრული, დინამიკური და პროფესიონალური გუნდი;
• განვითარება: კარიერული წინსვლისა და ფინანსური ზრდის შესაძლებლობა;
• წახალისება: ბონუსები, პრემიები და მოტივაციური ჩელენჯები;
• გამოცდილება: უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა მოტივირებული დამწყები კანდიდატებიც განიხილებიან.

Похожие вакансии