Point არის უძრავი ქონების მართვის ლიდერი კომპანია ქართულ ბაზარზე, რომელიც უკვე 4 წელია ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული სამუშაო სპეციფიკით, პროფესიონალიზმითა და სრული სანდოობით ოპერირებს გაყიდვების სექტორში.
Point-მა ამ მცირე დროში შეძლო მოეპოვებინა 100-ზე მეტი სამშენებლო კომპანიის ნდობა და თავი დაემკვიდრებინა უძრავი ქონების ინდუსტრიაში. ჩვენ შორის არსებული ექსკლუზიური პარტნიორობა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობებს და გამოგვარჩევს სხვა ყველა კომპანიისგან.
Point აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი.
ძირითადი მოვალეობები:
- უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა;
- კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და ურთიერთობების მართვა;
- ექსკლუზიური პროექტების მართვა და გაყიდვების ხელშეწყობა;
- პარტნიორ სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
- მომხმარებელთა ბაზების მართვა;
- სამშენებლო პროექტების შესწავლა;
- მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე მომხმარებელთა ინფორმირება;
- ობიექტზე ვიზიტების ორგანიზება და განხორციელება.
მოთხოვნები:
- უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია, თუმცა არ არის აუცილებელი);
- კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
- მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- გუნდურობა და თანამშრომლობის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- მაღალ ანაზღაურებას;
- საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს ექსკლუზიურ პროექტებთან.
ანაზღაურება: 1500 – 5000+ ლარი (გამომუშავებით).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.