Перейти к основному содержимому
HH Recruitment
HH Recruitment

უფროსი საქმეთა მწარმოებელი

თბილისიფაბრიკა, წარმოება
Полная занятостьБез опыта

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

2 часа назад52 просмотра

Описание

დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას უფროსი საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე, თბილისში, ერთ-ერთი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიისთვის.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ვადების განსაზღვრა, სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა
  • ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი
  • ბრიგადებისა და ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების მართვა
  • პროექტის ნახაზების შესაბამისად, სამშენებლო ტერიტორიაზე სამუშაოების შესრულების კონტროლი
  • მონოლითური სამუშაოების პროცესის ზედამხედველობა
  • საჭირო მასალების დროულად მოთხოვნა და მათი ხარჯვის კონტროლი
  • ფარული სამუშაოებისა და შესრულებული ეტაპების ჩაბარება
  • სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხის და ვადის კონტროლი
  • მშენებლობის პროცესში სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის წარმომადგენლებთან და შესაბამისი პირების კოორდინაცია
  • გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება და შესაბამისი დოკუმენტირება
  • მშენებლობის პროგრესის შესახებ ანგარიშების მომზადება
  • ყოველდღიური და კვირეული სამუშაო გეგმის შედგენა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო / საინჟინრო მიმართულებით
  • მინ. 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება საქმეთა მწარმოებლის, საიტ მენეჯერის ან ტექნიკური მენეჯერის პოზიციებზეპის
  • AutoCAD-ში ნახაზების წაკითხვა
  • აუცილებელია მონოლითური კარკასის სამუშაოებში გამოცდილება (საცხოვრებელი ტიპის პროექტებზე

დამატებითი სარგებლები:
  • ბონუსი (პროექტის ეტაპობრივი შესრულების ვადების მიხედვით)
  • საწვავის ლიმიტი
  • სამედიცინო დაზღვევა

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995577252467

Требования

გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ქართული

Похожие вакансии