
Indigo Cars
უცხოურ აუქციონზე ავტომობილების შემფასებელ-ექსპერტი
თბილისი
Полная занятостьБез опыта
от ₾2 000 (период оплаты — в объявлении)
დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
3 часа назад41 просмотр
Описание
Indigo Cars საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 10-წლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფს ავტომობილების აშშ-ში შეძენასა და ტრანსპორტირებას საქართველოში, ევროპასა და აზიაში.
Indigo Cars წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და მომხმარებელს სთავაზობს სანდო, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და მიწოდების სრულ პროცესს მართავენ.
კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ხოლო რეგიონალური ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში.
Indigo Cars მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული - ვნერგავთ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ინოვაციურ მომსახურების სერვისებს და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს.
ავტოიმპორტიორი კომპანია "Indigo Cars" აცხადებს ვაკანსიას უცხოურ აუქციონზე ავტომობილების შემფასებელ-ექსპერტის პოზიციაზე თბილისში.
ანაზღაურება: ხელფასი 2000 ლარი (ხელზე ასაღები)
განაკვეთი: განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე.
დასვენების დღე: შაბათი/კვირა
აუცილებელი მოთხოვნები:
- აუცილებელი პირობა აპლიკანტს ჰქონდეს მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს, ან მომიჯნავე სფეროში;
- ქართული და უცხო ენების (რუსული და ინგლისური) ცოდნა - ჩაითვლება უპირატესობად;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
ძირითადი ფუნქციები:
- დაზიანებული ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობისა და დაზიანების ხარისხის შეფასება;
- ავტომობილების აღდგენის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა;
- დაზიანებული ავტომობილების შესაბამისი სათადარიგო ნაწილებისა და დეტალების მოძიება და მათი ღირებულების განსაზღვრა;
- ავტომობილების ისტორიის შესწავლა, მათ შორის შეფასება CARFAX-ის საფუძველზე;
- ავტომობილების აუქციონზე გაყიდვის ისტორიის, წინა დაზიანებებისა და გაყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
- ავტომობილის მდგომარეობისა და აღდგენის ხარჯების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მომზადება;
- შეფასებული ავტომობილების შესახებ ანგარიშებისა და შესაბამისი მონაცემების სპეციალურ პროგრამაში ასახვა და განთავსება;
- შეფასების პროცესში მოპოვებული ინფორმაციის სიზუსტის, სანდოობისა და სისრულის უზრუნველყოფა.
პიროვნული მახასიათებლები:
- კეთილგანწყობა/პოზიტიურობა;
- ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ.
- სტრესულ გარემოში მუშაობისა და პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
- კომუნიკაბელურობა,
- ორგანიზებულობა,
- გუნდური მუშაობის უნარი;
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
ბენეფიტები:
ჯამრთელობის დაზღვევა;
ფიტპასი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] .Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.
მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.
მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.
Требования
ენები: რუსული, ინგლისური, ქართული
Похожие вакансии



от ₾1 800

