მოგესალმები!
ვეძებთ პიროვნებას, რომელსაც აქვს ხალისი, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა პროექტში, ჩაიწეროს ვიდეო კლიპები და მოხიბლოს მაყურებელი. გამოცდილება არ არის საჭირო.
აქედან გამომდინარე, აპლიკაციისთვის აუცილებელია ფოტო ან ვიდეომასალა. გამოგზავნე ფოტო, ვიდეო ან შენი სოციალური მედიის ლინკი. ასევე გვსურს, მოკლედ ტექსტში დაწერო, რა არის შენი მოტივაცია და გაგვიმხილო, თუ რა არის შენი ჰობი და რით ერთობი სოციალურ მედიაში (რომელი თემები გაინტერესებს).
ჩვენ პატარა საექსპერიმენტო ჯგუფებით ვიწყებთ ახალი პროექტების განხორციელებას — სტარტაპის მაგვარი სისტემით და შემდგომ, თუ გაამართლა, ანაზღაურებაც იზრდება. თავიდან შესაძლებელია დღეში / პროექტში (ან მის ნაწილში) 50 - 200ლ გამომუშავება.
დასაწყისში მოტივაციის მთავარი ნაწილი უნდა იყოს ხალისი, გამოცდილების შეძენა, ახალ პროექტში მონაწილეობა და კონტენტის შექმნა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ეს ვაკანსია არის უფრო მათთვის, ვინც არის მოსწავლე ან სტუდენტი.
ასევე ხაზს ვუსვამთ, რომ არ ვეძებთ კონტენტის ედიტორებს, ჟურნალისტებს ან რაიმე მსგავსს — ვეძებთ ხალისიან ახალგაზრდას, სოციალური მედიის ახალ სახეს, ვინც ვიდეოების ჩაწერით და კონტენტის შექმნით (ჩვენი ინსტრუქციის მიხედვით) გაერთობა — და რაც მთავარია, საკუთარ ხალისს და მხიარულებას გადასდებს მაყურებელსაც.
წარმატებებს გისურვებთ და ველოდებით შენს აპლიკაციას (ფოტომასალით).