Перейти к основному содержимому
T
Terry

წამყვანი/ჟურნალისტი

თბილისიმედია
Частичная занятостьБез опыта

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

12 часов назад2 просмотра

Описание

📣 ვაკანსია - წამყვანი / ჟურნალისტი გოგონა

TOSGE Media ეძებს კომუნიკაბელურ, ენერგიულ და თავდაჯერებულ გოგონას 18-25 წლამდე(მათ შორის სტუდენტს) ახალგაზრდული მედია პროექტებისა და ქუჩის გამოკითხვებისთვის.

🎤 ძირითადი მოვალეობები:

• ქუჩაში გამვლელებისთვის საინტერესო, აქტუალურ და ახალგაზრდულ თემებზე კითხვების დასმა;
• კვირაში ერთხელ მინიმუმ 7-10 რესპონდენტისგან ვრცელი და საინტერესო პასუხების მიღება - მხოლოდ „კი“ ან „არა“ პასუხები საკმარისი არ არის;
• საინტერესო თემებისა და კითხვების მოფიქრება და წინასწარ შეთანხმება;
• გადაღებამდე პროლოგისა და გადაღების შემდეგ ეპილოგის ჩაწერა შესაბამის თემაზე;
• რესპონდენტებთან კომუნიკაცია და კამერის წინ თავისუფლად მუშაობა.

📍 სამუშაო პირობები:

• მოქნილი გრაფიკი - კვირაში ერთი დღე(შეთანხმებული);
• თითო გადაღება დაახლოებით 2-4 საათი(დამოკიდებულია წამყვანზე);
• პოზიცია შეთავსებადია სხვა სამსახურთან ან სწავლასთან;
• ვიდეოს მონტაჟი არ გევალებათ.

💰 ანაზღაურება: 100 ლარი თითო გადაღებაზე.

📱 რა დაგჭირდებათ?

• სმარტფონი ვიდეოს გადასაღებად(გთხოვთ მიუთითოთ მოდელი);
• მიკროფონი და შტატივი.

თუ საკუთარი მიკროფონი ან შტატივი არ გაქვთ, საჭირო ინვენტარს კომპანია გადმოგცემთ.

✅ საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
• მაღალი კომუნიკაბელურობა და თავდაჯერებულობა;
• უცნობ ადამიანებთან საუბრის დაწყებისა და მათი გამოკითხვის მზაობა;
• კამერის წინ თავისუფლად საუბარი და აზრის გამართულად ჩამოყალიბების უნარი;
• პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და ინიციატივიანობა;
• კამერასთან მუშაობისთვის შესაფერისი და მოწესრიგებული გარეგნობა;
• უცხო ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად, რადგან გამოკითხვისას შესაძლოა უცხოელი რესპონდენტებიც შეგხვდეთ.

გამოცდილება სავალდებულო არ არის.

💡 როგორ ვმუშაობთ?

ყოველკვირეულად მოიფიქრებთ საინტერესო თემას და გამოგზავნით ელფოსტაზე დასადასტურებლად. თემის დამტკიცების შემდეგ შეუდგებით გადაღების დაგეგმვასა და განხორციელებას.

საზოგადოებრივ ადგილებში გადაღების დროს გამოიყენებთ შტატივზე დამაგრებულ ტელეფონსა და მიკროფონს, დაუსვამთ გამვლელებს წინასწარ მომზადებულ კითხვებს და ჩაიწერთ მათ საინტერესო, ვრცელ პასუხებს. ასევე, თავად ჩაწერთ ვიდეოს შესავალსა და დასკვნით ნაწილს.

📩 დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მოკლე ვიდეო, რომელშიც ქართულად წარადგენთ საკუთარ თავს და ისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ გაინტერესებთ ეს პოზიცია. უცხო ენაზე წარდგენა დამატებით უპირატესობად ჩაითვლება.

📧 ელფოსტა: [email protected]

🎬 გელოდებით TOSGE Media-ს გუნდში!

Похожие вакансии