კომპანია "ჯიბე Cash & Carry-ს" ბოლნისის ახალ ფილიალში ვეძებთ ფილიალის მენეჯერს.
ქალაქი ბოლნისი, ქუჩა ს.ს. ორბელიანის N163
სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: 1800 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში I თვეს -1600, II თვე - 1700)
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების უზრუნველყოფა;
- პროდუქციის ვადების და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
- მაღაზიის სასაქონლო მარაგების ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა, მათ შორის არსებული მარაგების ვადების კონტროლი;
- დაქვემდებარებული პერსონალის შრომის ადმინისტრირება;
- ინვენტარიზაციის პროცესების წარმართვა, მაღაზიაში არსებული მატერიალური ფასეულობების მუდმივი კონტროლის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
- პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
[email protected] სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/nIWLWM4c