მთავარ კონტენტზე გადასვლა
ფუდ ალიანსი
ფუდ ალიანსი

გაყიდვების სპეციალისტი

სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშებათუმი
2 საათის წინ10 ნახვა

აღწერა

ქართულ-ფრანგულ პურ-ფუნთუშეულის სერტიფიცირებულ საწარმო ფუდ ალიანსი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე HORECA მიმართულებით, აჭარის რეგიონში.

ძირითადი მოვალეობები:
  • HORECA მიმართულებით ახალი კლიენტების მოძიება, მოზიდვა და განვითარება;
  • არსებული კლიენტების პორტფელის მართვა და შენარჩუნება;
  • ყოველდღიური კომუნიკაცია არსებულ კლიენტებთან და მათი რეგულარული ვიზიტები;
  • კლიენტებთან გრძელვადიანი და ეფექტური ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • გაყიდვების ზრდისა და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • კლიენტების ბაზებისა და გაყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის სისტემატური წარმოება;
  • დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
  • ყოველკვირეული რეპორტინგი გაყიდვებისა და კლიენტების მიმართულებით;
  • Retail მიმართულებით აჭარის რეგიონში არსებული კლიენტების შენარჩუნება და ბიზნესის გაფართოება.

სამუშაო პირობები:
  • მოქნილი 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი
  • სამუშაო ადგილი: აჭარა

ძირითადი მოთხოვნები:
  • აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია HORECA სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • კლიენტებთან ურთიერთობისა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების მართვის უნარი;
  • შედეგზე და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სასურველია საკუთარი ავტომობილის ყოლა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ფიქსირებული და საბონუსე სისტემა
  • საწვავით უზრუნველყოფა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • სტაბილური სამუშაო გარემო;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV: [email protected]
Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

მოთხოვნები

ენები: ქართული

განაცხადის გაგზავნა

გააგზავნე შენი CV პირდაპირ დამსაქმებელთან.

მსგავსი ვაკანსიები