მთავარ კონტენტზე გადასვლა
Coca-Cola Bottlers Georgia
Coca-Cola Bottlers Georgia

სარეზერვო პრესეილერი

სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშებათუმი
4 საათის წინ7 ნახვა

აღწერა

Coca-Cola Bottlers Georgia აცხადებს ვაკანსიას სარეზერვო პრესეილერის პოზიციაზე


სამუშაო აღწერილობა - სარეზერვო პრესეილერი
დეპარტამენტი: რეალიზაციის დეპარტამენტი


პირდაპირი ხელმძღვანელი: გუნდის ლიდერი / რეალიზაციის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: განსაზღვრული სავაჭრო ზონა / მარშრუტი

პოზიციის მიზანი:

  • სარეზერვო გუნდის წევრის მთავარი მიზანია განსაზღვრულ ზონაში კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა.
  • გაყიდვების გეგმის შესრულება.
  • სავაჭრო ობიექტებთან ეფექტური კომუნიკაცია.
  • პროდუქციის ხელმისაწვდომობისა და განთავსების კონტროლი.
  • კომპანიის სტანდარტების დაცვა ყოველდღიურ საქმიანობაში.


ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • გაყიდვების გეგმის შესრულება განსაზღვრულ ზონაში/მარშრუტზე კომპანიის სტანდარტებისა და მიზნების შესაბამისად
  • ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება სავაჭრო ობიექტებში დაგეგმილი მარშრუტისა და ვიზიტების სიხშირის მიხედვით
  • პროდუქციის ხელმისაწვდომობის, ასორტიმენტის, ფასების და განთავსების კონტროლი ობიექტებზე
  • ახალი სარეალიზაციო შესაძლებლობების გამოვლენა და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება
  • კომპანიის აქციების, მარკეტინგული აქტივობებისა და სავაჭრო პირობების სწორად კომუნიკაცია კლიენტებთან


ყოველდღიური სამუშაო პროცესი:

  • სამუშაო დღის დაწყებამდე მარშრუტის, პრიორიტეტული ობიექტებისა და გაყიდვების მიზნების გადამოწმება.
  • ობიექტებში შეკვეთების მიღება, საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის რეკომენდაცია და შეკვეთის სიზუსტის უზრუნველყოფა.
  • ობიექტებზე კომპანიის მაცივრების, ინვენტარისა და სარეკლამო მასალების მდგომარეობის კონტროლი.
  • პროდუქციის ვადების, თაროებზე განთავსებისა და ვიზუალური სტანდარტების დაცვაზე ყურადღების მიქცევა.
  • პრობლემური შემთხვევების, დეფიციტის, კონკურენტის აქტივობის ან მომხმარებლის პრეტენზიის შესახებ გუნდის ლიდერის დროული ინფორმირება.

კლიენტებთან ურთიერთობა:
  • არსებულ კლიენტებთან პროფესიული, კორექტული და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის შენარჩუნება.
  • სავაჭრო ობიექტის პასუხისმგებელ პირებთან ყოველდღიური კომუნიკაცია შეკვეთების, პროდუქციის განთავსებისა და მომსახურების საკითხებზე.
  • კლიენტის საჭიროებების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების დროულად დაფიქსირება და გუნდის ლიდერისთვის გადაცემა.
  • ახალი ობიექტების/კლიენტების მოძიებაში მონაწილეობა და პოტენციური გაყიდვების შესაძლებლობების გამოვლენა.
  • კლიენტებთან კომპანიის იმიჯის, მომსახურების ხარისხისა და პარტნიორული ურთიერთობის დაცვა.

ანგარიშგება და შედეგების ანალიზი:
  • დღის განმავლობაში განხორციელებული ვიზიტების, მიღებული შეკვეთებისა და შესრულებული სამუშაოს ზუსტი აღრიცხვა
  • გაყიდვების შედეგების, დეფიციტების, დაბრუნებებისა და პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება გუნდის ლიდერისთვის
  • კომპანიის შიდა სისტემებში/ფორმებში საჭირო მონაცემების სწორად და დროულად შეყვანა
  • ობიექტებზე არსებული ასორტიმენტის, ფასების, კონკურენტული აქტივობისა და ინვენტარის შესახებ ინფორმაციის შეგროვება
  • დაგეგმილ და ფაქტობრივ შედეგებს შორის სხვაობების იდენტიფიცირება და შესაბამისი კომენტარების მომზადება

ფინანსური მოვალეობები:
  • გაყიდვების გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა განსაზღვრული მარშრუტისა და კლიენტების ფარგლებში
  • კლიენტებთან დაკავშირებული დავალიანებების, გადახდებისა და ფინანსური საკითხების შესახებ გუნდის ლიდერის დროული ინფორმირება
  • პროდუქციის დაბრუნების, შეცვლის ან დაზიანების შემთხვევების კომპანიის წესების შესაბამისად დაფიქსირება
  • შეკვეთების სიზუსტის უზრუნველყოფა, რათა შემცირდეს ზედმეტი ხარჯი, დაბრუნება ან არასწორი მიწოდება
  • კლიენტებისთვის შეთავაზებული სავაჭრო პირობების დაცვა და არაუფლებამოსილი ფინანსური გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავება

სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
დასვენების დღეები: კვირა
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე
გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდეგ, კანდიდატთან გაფორმდება 1 წლისანი შრომითი ხელშეკრულება და გადაიხედება სახელფასო განაკვეთი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] / [email protected]
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995577338390


მოთხოვნები

ენები: ქართული

განაცხადის გაგზავნა

გააგზავნე შენი CV პირდაპირ დამსაქმებელთან.

მსგავსი ვაკანსიები