მთავარ კონტენტზე გადასვლა

მძღოლი - დისტრიბუცია

თბილისისხვა
სრული განაკვეთი3-5 წელი
₾2 000 - ₾2 500 (პერიოდი იხილეთ განცხადებაში)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

9 საათის წინ2 ნახვა

აღწერა

ჭურჭლის სადისტრიბუციო კომპანია, აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე ქსელური და საცალო სავაჭრო ობიექტების საქართველოს მასშტაბით მომარაგებისთვის.

ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მართვა;
- შეკვეთების შესაბამისად პროდუქციის დროული და უსაფრთხო მიწოდება;
- პროდუქციის დატვირთვა, გადმოტვირთვა და მომხმარებლისთვის ჩაბარება;
- ტრანსპორტირებისას ტვირთის უსაფრთხოებისა და მთლიანობის უზრუნველყოფა;
- ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობისა და ექსპლუატაციის წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მძღოლად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
- B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა - სავალდებულო;
- C კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად;
- საქართველოს რეგიონებისა და საგზაო მარშრუტების ცოდნა;
- პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.

სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: საშუალოდ 2 000 ₾ ხელზე, სრული სამუშაო დატვირთვისა და ზეგანაკვეთური საათების გათვალისწინებით;
- სამუშაო გრაფიკი: 09:00–19:00, კვირაში 6 დღე, ერთსაათიანი შესვენებით;
- დასვენების დღე: კვირა ან ოთხშაბათი, სამუშაო განრიგის მიხედვით;
- სამუშაოს დაწყების ადგილი: დიდი ლილო, კომპანიის საწყობი;
- ტრანსპორტი: Ford Transit / Mercedes-Benz Sprinter;
- საწვავის ხარჯებს სრულად უზრუნველყოფს კომპანია;
- კომპანიის სატრანსპორტო საშუალებები დაზღვეულია;
- C კატეგორიის შესაბამისი ავტომობილით რეგიონული მივლინებისას, საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს ღამისთევასა და სამივლინებო ხარჯებს;
- დამატებითი ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება შეთანხმებული გაზრდილი განაკვეთით.

თანამშრომელი პასუხისმგებელია მის მიერ ბრალეულად მიყენებულ ზიანზე, საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით.

განაცხადის წარდგენა:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ან დაგვიკავშირდით:

ტელეფონი: 593 95 62 64

ელფოსტა: [email protected]

ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: „მძღოლი“.

შერჩეულ კანდიდატებთან თავდაპირველად ჩატარდება სატელეფონო გასაუბრება.

მსგავსი ვაკანსიები