მთავარ კონტენტზე გადასვლა

პრისეილერი (თბილისი)

თბილისიგაყიდვები, მარკეტინგი
სრული განაკვეთი3-5 წელი
₾3 000 - ₾7 000 (პერიოდი იხილეთ განცხადებაში)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

9 საათის წინ3 ნახვა

აღწერა

ჭურჭლის იმპორტისა და დისტრიბუციის კომპანია, აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის (გაყიდვების წარმომადგენლის) პოზიციაზე, თბილისის მასშტაბით.

ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს არსებული სავაჭრო ობიექტების მომსახურებას, ახალი კლიენტების მოზიდვასა და კომპანიის გაყიდვების ზრდას.

ძირითადი მოვალეობები:
- თბილისის მასშტაბით არსებული ქსელური და საცალო სავაჭრო ობიექტების რეგულარული მონახულება;
- შეკვეთების მიღება და შესაბამის სისტემაში ასახვა;
- ახალი კლიენტების მოძიება და თანამშრომლობის დაწყება;
- პროდუქციის ასორტიმენტის შეთავაზება და გაყიდვების განვითარება;
- დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენისა და განთავსების კონტროლი;
- გაყიდვების გეგმის შესრულება და ყოველდღიური ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა, მიღებული არაუგვიანეს 2020 წლისა;
- გაყიდვებისა და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- თბილისის სავაჭრო ქსელებისა და საცალო ბაზრის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- Excel-ისა და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:
- კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების წარმოების კარგი უნარი;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტური მართვა.

სამუშაო პირობები:
- ფიქსირებული ანაზღაურება და გაყიდვების შედეგებზე დამოკიდებული ბონუსი;
- საშუალო ჯამური შემოსავალი: 3 000 - 7 000 ₾;
- კომპანიის ავტომობილი და საწვავით უზრუნველყოფა;
- სამუშაო ტერიტორია - თბილისი;
- სამუშაო კვირა - 48 ნორმირებული საათი; დამატებითი სამუშაო საათები ანაზღაურდება კანონმდებლობისა და შეთანხმების შესაბამისად;
- პროფესიული ტრენინგი და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- სპეციალური ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე.

განაცხადის გაგზავნა:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV:

ტელეფონი: 593 95 62 64

ელფოსტა: [email protected]

ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: „მძღოლი“.

შერჩეულ კანდიდატებთან თავდაპირველად ჩატარდება სატელეფონო გასაუბრება.

მსგავსი ვაკანსიები