მთავარ კონტენტზე გადასვლა
ღვინის მაღაზია ორბელიანი
ღვინის მაღაზია ორბელიანი

მოლარე-კონსულტანტი

თბილისიგამყიდველი, მოლარე, კონსულტანტი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე
₾1 200-დან / თვე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

20 საათის წინ

აღწერა

ღვინის მაღაზია "ორბელიანი" აცხადებს 2 ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე, რომლის მოვალეობაში შედის:

  •  მომხმარებლისთვის პროდუქციის პრეზენტაცია, კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
  •  პროდუქციის მოწესრიგება, განლაგება;
  •  სალარო აპარატთან რეალიზაციის პროცედურა;
  •  ონლაინ შეკვეთების მიღება და მომსახურება.

აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა.

მაღაზია მუშაობს ყოველდღე 11:00- 23:00 სთ-მდე

სამუშაო გრაფიკი მოიცავს თვეში 15 სამუშაო დღეს, (თვის ჭრილში 180 საათი). სამუშაო საათები (როგორც დღის განმავლობაში, ასევე ზოგადად) განისაზღვრება თანამშრომლებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მათი ინტერესებისა და მოსახერხებელი განრიგის გათვალისწინებით.

ანაზღაურება შეადგენს 1200 ლარს.
ლოკაცია: ორბელიანის მოედანი-ანტონ ფურცელაძის #16

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: [email protected]

მსგავსი ვაკანსიები