მთავარ კონტენტზე გადასვლა
ელექტრონი
ელექტრონი

მოლარე-ოპერატორი - დეკრეტის შემცვლელი

თბილისიგამყიდველი, მოლარე, კონსულტანტი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე
₾1 200-დან / თვე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

1 დღის წინ

აღწერა

კომპანია "ელექტრონი" იწვევს მოლარე-ოპერატორს დეკრეტში მყოფი თანამშრომლის პოზიციის დროებით შესავსებად.

"ელექტრონი" 22-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა და წარმოადგენს სადენებისა და საკაბელო აქსესუარების საბითუმო ბაზას.

ლოკაცია: დიღომი, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარალელურად.

ანაზღაურება და ბენეფიტები:
  •  ხელფასი: 1, 200 ლარი ხელზე;
  •  დამატებით მოქმედებს პრემიის სისტემა;
  •  პრემია ერიცხება ოფიციალურად დასაქმებიდან 2 თვის შემდეგ, ყოველი თვის დასაწყისში;
  •  პრემიის ოდენობა დამოკიდებულია ბრუნვაზე და სტაბილურად შეადგენს 200 ლარზე მეტს, ხოლო შესაძლოა 400 ლარამდე გაიზარდოს;
  •  კვება კომპანიისგან.

სამუშაო გრაფიკი:
  •  კვირაში 5 სამუშაო დღე;
  •  სამუშაო საათები: 09:30-18:00;
  •  გარკვეულ დღეებში, მორიგეობის შესაბამისად, სამუშაო იწყება 09:00 საათზე;
  •  კვირა — დასვენების დღე;
  •  შაბათს მუშაობა არის მორიგეობით — ყოველ მეორე შაბათს დასვენება;
  •  სამუშაო შაბათის შემთხვევაში, დასვენების დღე გადადის კვირის სხვა დღეს, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:
  •  ზედნადებების ატვირთვა;
  •  ჩარიცხვების კონტროლი;
  •  სალაროს წარმოება და კონტროლი;
  •  შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  •  ყოველდღიური საოპერაციო საკითხების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  •  სალაროსთან მუშაობის გამოცდილება — აუცილებელია;
  •  ინგლისური ენის ცოდნა — აუცილებელია;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  ყურადღებიანობა და სიზუსტე;
  •  კომუნიკაციის კარგი უნარი;
  •  საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი;
  •  ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ხელშეკრულება: პოზიცია არის დროებითი. ვინაიდან ვაკანსია დაკავშირებულია თანამშრომლის დეკრეტულ შვებულებასთან.

დასაქმების დასაწყისში გათვალისწინებულია 1-კვირიანი საცდელი პერიოდი, რის შემდეგაც თანამშრომლობა გაგრძელდება ასევე 1-თვიანი საცდელი პერიოდით - ორივე შემთხვევა არის ანაზღაურებადი.

თუ თანამშრომლობა წარმატებული იქნება და ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება, შესაძლებელია ხელშეკრულების ვადის გაგრძელება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ CV: [email protected].

გელოდებით "ელექტრონის" გუნდში!         

ბენეფიტები

ბონუსები:
დამატებით მოქმედებს პრემიის სისტემა

მსგავსი ვაკანსიები