მთავარ კონტენტზე გადასვლა
Ave.New-ახალი გამზირი
Ave.New-ახალი გამზირი

მშენებლობის ზედამხედველი

თბილისირემონტი, მშენებლობა
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

11 საათის წინ27 ნახვა

აღწერა

დეველოპერული კომპანია შპს ,,ქეფითალ სითი გრუფ ინვესთ’’ -ი Ave.New -ახალი გამზირი, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მშენებლობის ზედამხედველი

მოვალეობები:
  • გაეცნოს და შეისწავლოს სამშენებლო პროექტი, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული სტანდარტები და სტანდარტული კვანძების მოწყობის წესები;
  • ობიექტზე ყოველდღიურად აკონტროლოს სამშენებლო პროცესები და შეასრულოს საზედამხედველო მოვალეობები;
  • აკონტროლოს სამშენებლო სამუშაოების ხარისხი და ვადები;
  • მუდმივად შეამოწმოს შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობა;
  • ობიექტზე აკონტროლოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა და დარღვევის შესახებ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს;
  • აზომოს ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობები;
  • მოითხოვოს სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირისგან სამშენებლო ნორმების დაცვა;
  • გამოავლინოს ობიექტზე სტანდარტებიდან გადახვევა, დაუდევრობით ან გამოუვალი მდგომარეობით გამოწვეული ცვლილებების არსებობა და მოახდინოს უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • მოაწეროს ხელი ფარული სამუშაოების ოქმებს;
  • დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს დარღვევების შესახებ, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სამშენებლო ვადების და ღირებულების ცვლილება;
  • დაესწროს დაკვალვის სამუშაოებს და აკონტროლოს სამუშაო პროცესი;
  • სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას აღმოაჩინოს და დაარეგისტრიროს დაუსრულებელი ან/და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, აცნობოს სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელ პირს და უშუალო ხელმძღვანელს;
  • აკონტროლოს ხარვეზის გამოსწორება და ტემპები;
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ტექნიკური განათლება სამშენებლო მიმართულებით;
  • მინიმუმ ერთი დასრულებული მრავალბინიანი პროექტის მართვის გამოცდილება;
  • აუცილებელია Cad (AutoCad; ArchiCad), MS Office პროგრამების ცოდნა;
  • სამშენებლო ნახაზების (კონსტრუქცია, არქიტექტურა, MEP) წაკითხვის უნარი;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • მოქნილობა ცლილებების მიმართ.

გთხოვთ,დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV აღნიშნულ მეილზე: [email protected]

მოთხოვნები

ენები: ინგლისური

მსგავსი ვაკანსიები