მთავარ კონტენტზე გადასვლა
მასტერ კოფი
მასტერ კოფი

რეკრუტინგი

თბილისი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე
₾2 000 - ₾2 300 / თვე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

3 საათის წინ63 ნახვა

აღწერა

კომპანია ,,მასტერ კოფი'' აცხადებს ვაკანსიას რეკრუტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი; დ.სარაჯიშვილის გამზ. (კონიაკის დასახლება);
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული;
ანაზღაურება: 2000 –2,300 ლარი( NET), კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ვეძებთ მოტივირებულ, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სხვადასხვა პოზიციაზე თანამშრომლების მოძიებისა და შერჩევის სრულ პროცესზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის მიმდინარე ვაკანსიების მართვა და დროული დაკომპლექტება;
  • კანდიდატების მოძიება სხვადასხვა რეკრუტინგული არხის გამოყენებით;
  • ვაკანსიების განთავსება დასაქმების სხვადასხვა პლატფორმაზე;
  • რეზიუმეების გადარჩევა და კანდიდატების პირველადი შეფასება;
  • სატელეფონო, ონლაინ და პირისპირ გასაუბრებების ჩატარება;
  • კანდიდატების გამოცდილების, მოტივაციის, უნარებისა და პოზიციასთან შესაბამისობის შეფასება;
  • შესაბამის ხელმძღვანელებთან თანამშრომლობა საკადრო საჭიროებების განსაზღვრისა და კანდიდატების წარდგენის მიზნით;
  • კანდიდატებისთვის შერჩევის პროცესის ეტაპებისა და შედეგების შესახებ უკუკავშირის მიწოდება;
  • კანდიდატთა ბაზისა და ვაკანსიების სტატუსების წარმოება და განახლება;
  • მასობრივი რეკრუტინგის პროცესების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ახალი ლოკაციების გახსნის ან კომპანიის გაფართოების შემთხვევაში საჭირო პერსონალის დროული დაკომპლექტება;
  • შრომის ბაზრისა და შესაბამის პოზიციებზე ანაზღაურების ტენდენციების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • რეკრუტინგის მიმართულებით მინიმუმ 2–3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • მასობრივი რეკრუტინგის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office / Google Workspace-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • Self-ის ან სხვა ATS/HR მუშაობის გამოცდილება;
  • სხვადასხვა ტიპის პოზიციებზე კანდიდატების შერჩევისა და შეფასების გამოცდილება;
  • გასაუბრების ჩატარებისა და კანდიდატების შეფასების უნარი;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ერთ-ერთი უცხო ენის ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა აუცილებელია ;

პიროვნული უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • პროაქტიულობა და ინიციატივიანობა;
  • დროისა და პრიორიტეტების სწორად მართვა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას.
  • მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჰიბრიდულ სამუშაო ფორმატს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საწვავის ხარჯის ნაწილობრივ კომპენსაციას;
  • კორპორატიულ მობილურ ნომერს ულიმიტო სასაუბრო პაკეტით;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ საფოსტო მისამართზე: [email protected] ასევე, ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: რეკრუტინგის სპეციალისტი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მოთხოვნები

გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული

მსგავსი ვაკანსიები