მთავარ კონტენტზე გადასვლა
Real Palace Development
Real Palace Development

ციფრული გაყიდვების ჯგუფის უფროსი

თბილისიგაყიდვები, მარკეტინგი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

3 საათის წინ59 ნახვა

აღწერა

Real Palace აცხადებს ვაკანსიას თბილისის ციფრული გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 შაბათი 10:00 - 14:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + თითოეული გაყიდული ბინიდან ყოველთვიური ბონუსი.

სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

ძირითადი მოვალეობები:
  • დაინტერესებულ/პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია ციფრული არხების საშალებებით. (CRM-ის საშუალებით)
  • მომხმარებელთა საჭიროებების, ინტერესების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების დროულად მომზადება და მიწოდება მომხმარებელზე.
  • ამავე საჭიროებების შესაბამისად, მარკეტინგის გუნდთან მოთხოვნების გაგზავნა.
  • ბაზრის მონიტორინგი და კონკურენტების პროდუქტების ფასების კვლევა/ანალიზი და პერიოდული მგაზიარება გუნდთან.
  • პოტენციური და არსებული მომხმარებლების ბაზების წარმოება და პერიოდულად გადახედვა ხელახალი დაკონტაქტების მიზნით.
  • მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • AI ასისტენტის მონიტორინგი და მისი დახვეწა-გაუმჯობესება შესაბამისი და არსებული ფუნქციის საშუალებით.
  • მხარდაჭერის გუნდთან კომუნიკაცია და ცვლილებების დროულად ასახვის უზრუნველჰყოფა.
  • ყოველთვიური ერთობლივი დასახული გეგმის შესრულება;
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი);
  • ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (ყველა სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  • CRM - ში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]

მოთხოვნები

ენები: ინგლისური, რუსული

მსგავსი ვაკანსიები