მთავარ კონტენტზე გადასვლა
თიბისი
თიბისი

თიბისის სტაჟირების პროგრამა - კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვა (ბათუმი)

ბათუმისტაჟირება
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშესასწრაფო

დამსაქმებელს საკონტაქტო ინფორმაცია არ მიუთითებია.

18 საათის წინ1 ნახვა

აღწერა

თიბისის სტაჟირების პროგრამა დაიწყო - შენ იცი, მთავარია გჯეროდეს!

ხანგრძლივობა: 6-12 თვე
განათლება: III-IV კურსელი ან კურსდამთავრებული, II კურსელი (სამწლიანი პროგრამა)
ფორმატი: ფიზიკური
ლოკაცია : თბილისი, ბათუმი
აპლიკაციის მიღების ვადა: 14 ოქტომბერი
შერჩევის ეტაპი: ტესტი - 18 ოქტ;
შეხვედრები/დავალებები - 3 ნოე - 3 დეკ
სტაჟირების დასაწყისი: 2027 წლის იანვარი

აქ ერთი პროექტი შეიძლება ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიზნესის განვითარებას უკავშირდებოდეს

ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის უმსხვილეს კომპანიებთან და ვეხმარებით მათ განვითარებაში. ვაანალიზებთ კორპორატიული კლიენტების ფინანსურ მონაცემებს, ვამუშავებთ მათ საჭიროებებზე მორგებულ პროექტებს და ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ღირებულებას ქმნის როგორც კლიენტისთვის, ისე ბანკისთვის. თითოეული პროექტი შინაარსის, ორგანიზაციის ფინანსური მონაცემების, შემდგომი სტრატეგიული გეგმებისა და მაკროეკონომიკური მოლოდინების გათვალისწინებით, ინდივიდუალურად მუშავდება, რაც თიბისის CIB გუნდის მუდმივ განვითარებასა და კომპეტენციების ზრდას განაპირობებს.

გუნდის წევრებს შესაძლებლობა აქვთ, სხვადასხვა სექტორზე იმუშაონ და კარიერის განმავლობაში შეიცვალონ როგორც როლები,
ისე სექტორები- ასე გროვდება მრავალფეროვანი ცოდნა და გამოცდილება.

ვის ვეძებთ?
ვეძებთ მოტივირებულ ადამიანს, რომელსაც ციფრების ანალიზი მოსწონს, ჩაერთვება მსხვილი კომპანიების პროექტების
დამუშავებაში და პროფესიულ გზას ანალიტიკოსის პოზიციაზე განაგრძობს.

რას გააკეთებ?
  • დაეხმარები გუნდს კორპორატიული კლიენტების ფინანსური მონაცემების ანალიზში
  • ჩაერთვები პროექტების შემუშავებაში, შეფასებასა და წარდგენაში
  • მონაწილეობას მიიღებ საკრედიტო კომიტეტის შეხვედრებში

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?
  • ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
  • სწავლობ ან დასრულებული გაქვს ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან დაკავშირებული მიმართულება
  • გაქვს კარგი ანალიტიკური და საკომუნიკაციო უნარები
  • ფლობ ინგლისურ ენას
  • ხარ ინიციატივიანი, სწრაფად სწავლობ და გინდა პროფესიულად განვითარდე
  • უპირატესობად ჩაითვლება GPA 3+.

მეტი ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ: თიბისის სტაჟირების პროგრამა |

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/C4tv9

მსგავსი ვაკანსიები