მთავარ კონტენტზე გადასვლა
GNG Company
GNG Company

წარმოების მენეჯერი

თბილისიფაბრიკა, წარმოება
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

3 საათის წინ1 ნახვა

აღწერა

GNG Company აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: წარმოების მენეჯერი

თუ გაქვთ საწარმოო პროცესებისა და გუნდის მართვის გამოცდილება, შეგიძლიათ სამუშაოს ორგანიზება და ტექნიკური საკითხების ოპერატიულად მოგვარება, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

თქვენი ძირითადი ამოცანები იქნება:
  • ყოველდღიური საწარმოო საქმიანობის დაგეგმვა და გუნდის მუშაობის ორგანიზება;
  • სამუშაო დატვირთვისა და რესურსების განაწილება მიმდინარე პროექტების საჭიროებების მიხედვით;
  • შეკვეთების შესრულების ვადებისა და ხარისხის მონიტორინგი;
  • წარმოების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;
  • დანადგარების გამართული მუშაობისა და წარმოების უწყვეტობის უზრუნველყოფა;
  • მასალების რაციონალური გამოყენებისა და რესურსების ხარჯვის კონტროლი;
  • სხვა დეპარტამენტებთან შეთანხმებული მუშაობა პროექტების დროულად დასასრულებლად;
  • სამუშაო პროცესების გაუმჯობესება და წარმოების პროდუქტიულობის გაზრდა.

ამ პოზიციაზე წარმატებისთვის მნიშვნელოვანია:
  • წარმოების მართვის, ტექნიკური მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით 3–5 წლიანი გამოცდილება;
  • გუნდის ხელმძღვანელობისა და საწარმოო სამუშაოების ორგანიზების პრაქტიკული ცოდნა;
  • დაგეგმვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და გუნდის მოტივირების უნარი;
  • ტექნიკურ საკითხებზე სწრაფი რეაგირება და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება;
  • სარეკლამო წარმოებაში, პოლიგრაფიაში ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • Microsoft Office-ის პროგრამებთან მუშაობის ცოდნა.

ჩვენთან დაგხვდებათ:
  • სტაბილური სამუშაო და გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივა;
  • მენეჯერული პასუხისმგებლობა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
  • მრავალფეროვანი პროექტები და სამუშაო ამოცანები;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • თქვენს გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე მორგებული კონკურენტული ანაზღაურება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]

მოთხოვნები

გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ქართული
მართვის მოწმობა: B

მსგავსი ვაკანსიები