Перейти к основному содержимому
Evolution
Evolution

ინგლისურენოვანი VIP თამაშის წამყვანი

თბილისი
Полная занятостьБез опыта

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

11 часов назад17 просмотров

Описание

Evolution Georgia ეძებს კაზინოს სფეროში გამოცდილ პროფესიონალებს, რომლებიც ჩვენს გუნდს ინგლისურენოვანი VIP თამაშის წამყვანის პოზიციაზე შემოუერთდებიან.

მზად ხარ კარიერაში შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად? გამოიყენე თამაშების ცოდნა, თავდაჯერებულობა და ინდივიდუალურობა ჩვენს VIP გუნდში და დაგვეხმარე პირდაპირ ეთერში განსაკუთრებული სათამაშო გამოცდილების შექმნაში.

სამუშაო მოვალეობები:
  • კაზინოს თამაშების წაყვანა ინგლისურ ენაზე, კამერის წინ, პირდაპირ ეთერში;
  • თამაშის პროცესის ზუსტად წარმართვა და მართვა, თამაშის წესებისა და კომპანიის პროცედურების დაცვით;
  • VIP მოთამაშეებისთვის მეგობრული, პოზიტიური და საინტერესო გარემოს შექმნა;
  • პროფესიონალიზმის, თამაშის წარდგენისა და მოთამაშეებთან ურთიერთობის მაღალი სტანდარტების დაცვა.

მოთხოვნები:
  • ონლაინ კაზინოში, ონლაინ კაზინოს პროვაიდერ კომპანიაში ან ფიზიკურ კაზინოში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • ბლექჯეკის თამაშის ცოდნა სავალდებულოა;
  • რულეტის თამაშის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (A2 ან უფრო მაღალი);
  • ძლიერი საკომუნიკაციო უნარები და თავდაჯერებულობა კამერის წინ;
  • დეტალებისადმი ყურადღება და მოთამაშეებისთვის მაღალი ხარისხის სათამაშო გამოცდილების უზრუნველყოფის მზაობა;
  • ასაკი — 18 წელი ან მეტი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბონუსების სისტემას. ხელფასის დიაპაზონი: 2 400–3 800 ლარი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობებს;
  • უფასო, სრულად აღჭურვილ სპორტდარბაზს, იოგისა და და ზუმბას გაკვეთილების ჩათვლით, და FitPass-ს;
  • სტუდენტებისთვის სტიპენდიის მიღების შესაძლებლობას.

როგორ შემოგვიერთდე:
გამოგზავნე განაცხადი სავალდებულო ვიდეოსთან ერთად. ვიდეოს გარეშე გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება.

გამოგზავნე განაცხადი დღესვე და გახდი Evolution-ის VIP გუნდის წევრი! - https://jobs.smartrecruiters.com/Evolution/744000149003036-english-speaking-game-presenter-vip-team

Требования

ენები: ინგლისური

Похожие вакансии