Перейти к основному содержимому
HH Recruitment
HH Recruitment

პროდუქტის მენეჯერი / სათადარიგო ნაწილები

Полная занятостьБез опытаთბილისი
4 часа назад41 просмотр

Описание

დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე (სათადარიგო ნაწილების მიმართულებით), თბილისში, ერთ-ერთი ავტონაწილების მაღაზიათა ქსელისთვის.

ძირითადი მოვალეობები:
ბრენდისა და ასორტიმენტის მართვა:
  • მომწოდებლების/ბრენდების პორტფელის ფორმირება და განვითარება
  • ასორტიმენტის მართვა — ახალი პოზიციების შემოტანა, არაეფექტური პოზიციების გამორიცხვა
  • ბრენდის პოზიციონირებისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავება

კომერციული პირობები:
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებები: შესყიდვის ფასები, ბონუსები/რებეითები, წლიური კონტრაქტები, მარკეტინგული ბიუჯეტი
  • საფასო პოლიტიკის განსაზღვრა ყველა არხისთვის (საბითუმო, საცალო, ონლაინ)
  • ბრენდის მომგებიანობის (მარჟის) კონტროლი

დაგეგმვა და მარაგები:
  • გაყიდვების პროგნოზირება და შესყიდვების დაგეგმვა
  • ნაშთების კონტროლი — ბრუნვადობა, დეფიციტისა და ზედმეტი მარაგის მართვა
  • შეკვეთების ფორმირება, იმპორტის პროცესში ლოგისტიკის მიმართულებასთან კოორდინაცია (ვადები, დოკუმენტაცია)
  • საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი შესყიდვებით დეფიციტის დაფარვა

ანალიტიკა:
  • ბაზრის, კატეგორიის, პროდუქტისა და კონკურენტების შესწავლა/ანალიზი
  • გაყიდვების ანალიტიკა და ბრენდის KPI-ების მონიტორინგი (ბრუნვა, მარჟა, ბრუნვადობა, ბაზრის წილი)
  • პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელობისა და მომწოდებლისთვის

მარკეტინგი და გაყიდვების მხარდაჭერა:
  • ბრენდის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება (აქციები, პრომო, POS მასალები, ონლაინ კონტენტი) მარკეტინგის მენეჯერთან ერთად
  • გაყიდვების გუნდისა და საცალო ქსელის ფრონტ-პერსონალის ტრენინგები პროდუქტზე
  • კატალოგებისა და ტექნიკური/პროდუქტული ინფორმაციის განახლების უზრუნველყოფა
  • საგარანტიო და სარეკლამაციო საკითხებში ჩართულობა მომწოდებელთან

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • 2-წლამდე მუშაობის გამოცდილება პროდუქტის ან ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე საავტომობილო სფეროში (აუცილებელია სათადარიგო ნაწილებზე მუშაობის გამოცდილება)
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
  • MS ოფისთან მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 252 467

Требования

ენები: ქართული, ინგლისური

Отправить заявку

Отправьте своё резюме напрямую работодателю.

Похожие вакансии