Перейти к основному содержимому
ვოლტა გრუპ
ვოლტა გრუპ

რისკების და პრობლემური აქტივების მართვის ხელმძღვანელი

Полная занятостьБез опытаთბილისი
2 часа назад36 просмотров

Описание

„ვოლტა“ წარმოადგენს უმსხვილეს ონლაინ მოლს, რომელიც 2020 წლიდან წარმატებით საქმიანობს საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ელექტრონული კომერციის უნიკალურ სერვისს, კერძოდ პროდუქციის შეძენას შიდა ონლაინ განვადებით, ყოველგვარი საბანკო, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.

„ვოლტა“ აცხადებს ვაკანსიას რისკების და პრობლემური აქტივების მართვის ხელმძღვანელი-ს პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, გიორგი სააკაძის II გასასვლელი (ბიზნეს ცენტრი ატრიუმი).
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00;
ანაზღაურება: შეთანხმებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

რისკებისა და ანდერრაითინგის მართვის ნაწილში:
  • კომპანიის რისკების სისტემისა და სტრატეგიის შემუშავება, განვითარება და ეფექტური მართვა;
  • ანდერრაითინგისა და რისკების შეფასების პოლიტიკის, მეთოდოლოგიისა და რისკ-ლიმიტების განსაზღვრის სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და მუდმივი ოპტიმიზაცია;
  • კომპანიის პორტფელის რისკების სისტემატური ანალიზი და მონიტორინგი, მათ შორის პორტფელის ხარისხის, Loss Ratio-ის, დეფოლტისა და სხვა ძირითადი რისკ-მაჩვენებლების შეფასება;
  • რისკების მიმართულებით არსებული ტენდენციების იდენტიფიცირება, შესაძლო რისკების პროგნოზირება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • მაღალი რისკის, მაღალი ღირებულების და არასტანდარტული განაცხადების საბოლოო შეფასება და გადაწყვეტილების მიღება;
  • ანდერრაითერთა გუნდის ხელმძღვანელობა, განვითარება და მოტივირება; ხარისხის კონტროლისა და შესრულების შეფასების სისტემის უზრუნველყოფა;
  • ანდერრაითინგის პროცესებში ერთიანი სტანდარტებისა და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა და მაღალი შედეგიანობის კულტურის ჩამოყალიბება;
  • გაყიდვების და ფინანსების გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა რისკების მართვისა და ანდერრაითინგის პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით;
  • ანდერრაითინგის პროცესების ავტომატიზაციისა და ციფრული ინსტრუმენტების დანერგვის ინიციირება და განვითარება;
  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და რისკების მართვის პროცესების მუდმივი გაუმჯობესება;
  • მენეჯმენტისთვის რისკების, პორტფელის ხარისხისა და ანდერრაითინგის შედეგების შესახებ რეგულარული ანგარიშგების მომზადება.

პრობლემური აქტივების მართვის ნაწილში:
  • ვადაგადაცილებული აქტივების მართვის (Collection & Recovery) სტრატეგიების შემუშავება, დანერგვა და განახლება;
  • დეპარტამენტის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გეგმების (KPI) განსაზღვრა და შესრულების კონტროლი;
  • პორტფელის ყოველთვიური მართვა და სისტემურად განაწილება/გადაწერა;
  • პრობლემური პორტფელის მუდმივი ანალიზი, ტენდენციების გამოვლენა და რისკების პრევენციის მიზნით სათანადო ზომების მიღება;
  • დავალიანების ამოღების პროცესების ავტომატიზაციისა და ოპტიმიზაციის ინიცირება
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების შერჩევა, ადაპტაცია, ტრენინგი და პროფესიული განვითარება;
  • გუნდის წევრებს შორის ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილება და მათი მუშაობის ხარისხის მონიტორინგი;
  • სამოტივაციო სისტემების (ბონუსების სქემების) შექმნაში მონაწილეობის მიღება და გუნდის ჩართულობის გაზრდა;
  • ხელმძღვანელობისთვის დეტალური რეპორტების მომზადება პორტფელის ხარისხის, ამოღების დინამიკისა და დეპარტამენტის ეფექტურობის შესახებ;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული მიმდინარე პროექტებისა და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ანდერრაითინგის, რისკების მართვის, საკრედიტო რისკების ან შესაბამის სფეროში და პრობლემური აქტივების მართვის სფეროში.
  • ანდერრაითინგის პრინციპების, რისკების შეფასების მეთოდოლოგიებისა და პორტფელის მართვის სიღრმისეული ცოდნა;
  • ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • დიდი მოცულობის მონაცემების ანალიზის, ფინანსური მოდელირებისა და რისკების რაოდენობრივი შეფასების გამოცდილება;
  • რთულ და გაურკვეველ სიტუაციებში სწრაფი, დასაბუთებული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ძლიერი ლიდერული და გუნდის მართვის უნარები;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები — როგორც შიდა გუნდებთან, ისე გარე დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის პარტნიორებთან, ბროკერებთან და აუდიტის წარმომადგენლებთან;
  • პროცესების ოპტიმიზაციის, ავტომატიზაციისა და ციფრული ინსტრუმენტების დანერგვის გამოცდილება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის, შედეგზე ორიენტირებულობისა და სტრატეგიული ხედვის უნარი.

გამოაგზავნე რეზიუმე მეილზე: [email protected] და შემოუერთდი ჩვენს პროფესიონალ გუნდს, სადაც შენი ცოდნა და ენერგია ნამდვილად დაფასდება!

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ვოლტა"-მ განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Требования

ენები: ქართული

Отправить заявку

Отправьте своё резюме напрямую работодателю.

Похожие вакансии