Перейти к основному содержимому
ჯიბე ქეშ & ქერი
ჯიბე ქეშ & ქერი

სამაცივრე საწყობის მენეჯერი - ახალქალაქი

ახალქალაქილოჯისტიკა, საწყობი
Полная занятость1-2 года
от ₾1 300 / месяц

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს.

20 часов назад10 просмотров

Описание

Jibe Cash & Carry აცხადებს ვაკანსიას სამაცივრე საწყობის მენეჯერის პოზიციაზე ახალქალაქში.

სამუშაო გრაფიკი: სრული , 10:00-18:00

ანაზღაურება - 1300 ლარი

მისამართი: ქ. ახალქალაქი,აღმაშენებლის ქუჩა, ყოფილი საბაგიროს ქარხნის ტერიტორია.

საწყობის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:
  • მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება (მაღაზიის მართვის პროცედურა);
  • მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და საწყობში განთავსების მონიტორინგი; სავაჭრო დარბაზისათვის პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა
  • პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობის ტერიტორიაზე;
  • პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
  • "წითელი ნაშთები"-ს კონტროლი; ("წითელი ნაშთების" განმარტება მოცემულია დოკუმენტში "მაღაზიის მართვის პროცედურა")
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/291MpHS

Похожие вакансии