Перейти к основному содержимому
ფარმაცევტული კომპანია ინოთიმი
ფარმაცევტული კომპანია ინოთიმი

სამედიცინო წარმომადგენელი

თბილისი
Полная занятостьБез опыта

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

5 часов назад36 просмотров

Описание

ფარმაცევტული კომპანია "ინოთიმი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოს ბაზარზე მოწინავე ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებულ ინოვაციურ სამედიცინო პროდუქციას.
კომპანიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს:
https://innoteam.ge/ | https://www.facebook.com/InnoTeampharmaceutical/

კომპანია „ინოთიმი“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისის, შიდა ქართლის და აჭარის რეგიონებში.

ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: 2
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში ხუთი დღე;
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას;
  • თანამშრომლის საპენსიო შენატანის დაფარვას
    კომპანიის მხრიდან
    ;
  • ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • სამედიცინო კონფერენცია/გამოფენებში მონაწილეობის შესაძლებლობას;

ძირითადი მოვალეობები:
  • განრიგის შესაბამისად სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება;
  • კლიენტებთან მოლაპარაკება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • პროდუქტების გაყიდვების მართვა გეგმის შესაბამისად;
  • კლიენტების ლოიალობის გაზრდა და შენარჩუნება;
  • სამომხმარებლო ბაზრის პოტენციალის განსაზღვრა, ტენდენციების ცოდნა და ბაზრის მონიტორინგი;
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
  • შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი, ან პროფესიული სამედიცინო განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • სასურველია, ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

უნარ-ჩვევები:
  • პრეზენტაციისა და გაყიდვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • მოლაპარაკების უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • რთული სიტუაციების მართვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

„ინოთიმი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

[email protected] -ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "ინოთიმის" მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის 1 წლის ვადით.
თუ არ გსურთ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე, გთხოვთ მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: [email protected], ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 0322 309 301

Требования

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

Похожие вакансии