“ბლუტაბლა” არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესურების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს.
ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას წარმოების თანამშრომლის - კერამიკის გაფორმება (დასტიკერება) პოზიციაზე.
პოზიციის შესახებ: სამუშაო მოიცავს მზა დეკალების დატანას კერამიკულ ნაკეთობებზე წინასწარ დამტკიცებული ვიზუალებისა და მეთოდის მიხედვით. პოზიცია არ მოიცავს ხელით მოხატვას ან დიზაინის შექმნას — ეს ტექნიკური, წარმოებითი პროცესია.
სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: 1200-1700 ლარი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (09:00-18:00)
სამუშაო ადგილი: თბილისი წერეთლის 140
ჩვენ გთავაზობთ:
- მოწესრიგებულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კორპორატიულ ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;
მოთხოვნები:
- სასურველია წარმოებაში ან ხელსაქმის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- ხელის სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მონოტონურ სამუშაოზე კონცენტრირების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
მოვალეობები:
- დეკალების/სტიკერების გამოჭრა;
- კერამიკული ნაკეთობების გაფორმება (დასტიკერება);
- ხარისხის კონტროლი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მეილზე
[email protected] ან შეავსეთ ფორმა ვაკანსია-საწარმოს თანამშრომელი – Fill out form
გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ “კერამიკოსი”