Перейти к основному содержимому
AUTOPAPA
AUTOPAPA

სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელი

Полная занятостьБез опытаრუსთავი
8 часов назад15 просмотров

Описание

AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის ხელმძრვანელის პოზიციაზე

ჩვენ გთავაზობთ:
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-18:00;
  • ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი;

ძირითადი მოვალეობები:
  • სამეურნეო დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია, თანამშრომლებისთვის დავალებების განაწილება და მათი დროული შესრულების კონტროლი;
  • ავტობაზრობის ტერიტორიაზე დასუფთავების, კეთილმოწყობის, მცირე სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების ორგანიზება და შესრულების ხარისხის კონტროლი;
  • ინფრასტრუქტურის, შენობა-ნაგებობებისა და ტექნიკური სისტემების გამართულობის, სისუფთავისა და პრეზენტაბელური მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი;
  • ტექნიკური პრობლემებისა და საჭიროებების დროული გამოვლენა, შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და მათი აღმოფხვრის პროცესის კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების, არსებული პრობლემებისა და გამოყენებული რესურსების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და დირექტორისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, მენეჯმენტის სპეციალობით;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

უნარები და პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დროის ეფექტიანი მართვა;
  • გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

მეტი ინფორმაციისათვის გვესტუმრეთ:
https://www.autobazroba.com/
https://autopapa.ge/ge/page/about
https://m.facebook.com/autopapa.ge/
მოგვწერეთ: [email protected]

AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს თრეიდინგ ინვესთმენთ ქომფანის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით.

თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.

თქვენ გაქვთ უფლება:
მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათალისწინებული სხვა უფლებებით.

თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზვანეთ შეტყობინება ელ. ფოსტაზე: [email protected] ან წარმოადგინეთ განცხადება (მის.: საქართველო, ქალაქი რუსთავი, ალექსანდრე ლობჟანიძის ქუჩა, N 17).

Требования

ენები: ქართული, რუსული, ინგლისური

Отправить заявку

Отправьте своё резюме напрямую работодателю.

Похожие вакансии