მთავარ კონტენტზე გადასვლა
თ
თბილისი მედიკ

საწყობის თანამშრომელი

თბილისილოჯისტიკა, საწყობი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე
₾1 300 - ₾1 500 / თვე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

9 საათის წინ9 ნახვა

აღწერა

თბილისი მედიკი არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი კონტრიბუტორი სამედიცინო პროდუქციის დისტრიბუციასა და მომსახურებაში.
კომპანია გამოირჩევა სამედიცინო პროდუქციის მრავალფეროვანი სპექტრით, რომელიც დაყოფილია სხვადასხვა ფოკუსირებულ მიმართულებებად.
კომპანიის კორპორატიული სტრატეგია გადამწყვეტ როლს თამაშობს საქართველოში ჯანდაცვის სექტორის საერთაშორისო სტანდარტებით
წინსვლასა და განვითარებაში.

ეს თბილისი მედიკია - ადგილი, სადაც გუნდური მიზნები და პასუხისმგებლობა გვაერთიანებს!

იხ. ვიდეორგოლი ჩვენს Facebook გვერდზე: https://fb.watch/vuY98inBYG/ ან ჩვენს
LinkedIn გვერდზე: https://www.linkedin.com/feed/update/urn:li:activity:7260569523894767616

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და საუკეთესო მომსახურების შეთავაზების იდეაზე შეყვარებული ადამიანები,
რომლებიც ქმნიან გუნდურ სამუშაო გარემოს.

ამ გარემოში კი, ვეძებთ საწყობის თანამშრომელს.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
  • შემოსული პროდუქციის დათვლა/აღრიცხვა/დასაწყობება;
  • მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი პროდუქციის საწყობიდან გამოტანა;
  • გასული ტვირთების დროული აღრიცხვა, აღწერა და უსაფრთოხების სტანდარტის შესაბამისად ტრანსპორტის დატვირთვა;
  • საწყობის პერიოდულ აღწერებში მონაწილეობის მიღება;
  • პროდუქციის დატვირთვა ავტომობილში;

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

მაშინ სწორ ადგილას მოხვდი, რადგან თბილისი მედიკში დაგხვდება:
  • პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
  • „Agile“ სტრუქტურაში, პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება;

სამუშაო პირობები:
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას 28ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 – 18:00 საათი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1300 -1500 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: [email protected]

მოთხოვნები

ენები: ქართული
მართვის მოწმობა: B

მსგავსი ვაკანსიები