მთავარ კონტენტზე გადასვლა
ჯორჯიან ქარდი
ჯორჯიან ქარდი

სუპერვაიზერი

თბილისიმენეჯმენტი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშესასწრაფო
₾2 500-დან (პერიოდი იხილეთ განცხადებაში)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

21 საათის წინ1 ნახვა

აღწერა

საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანია „ჯორჯიან ქარდი“ ეძებს სუპერვაიზერს.

სამუშაო პროცესების დაგეგმვა და მართვა:
  •  ყოველდღიური სამუშაო მიზნების განსაზღვრა დავალებების მოცულობისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით;
  •  დღიური დავალებების დაგეგმვა და გუნდთან ოპტიმალურად განაწილება მათი ლოკაციის, მარშრუტის, სამუშაო დატვირთვისა და შესრულების ვადების გათვალისწინებით;
  •  დაგეგმილი მიზნების შესრულების მონიტორინგი და დასახული შედეგების მიღწევის მხარდაჭერა;
  •  გუნდის სამუშაო დატვირთვისა და შესრულების მაჩვენებლების კონტროლი, დაგეგმილ და ფაქტობრივ შედეგებს შორის სხვაობების გამოვლენა;
  •  სამუშაო პროცესის შედეგების პერიოდული შეჯამება, მიზნების შესრულების შეფასება და გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა, ინიციატივები დაფიქსირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  •  საოფისე პროგრამების ცოდნა;
  •  სასურველია ოპერაციული პროცესების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  •  ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  •  ანალიტიკური აზროვნების, კრიტიკულ და ფორსმაჟორულ სიტუაციებში პრიორიტეტების განსაზღვრის, რესურსების ეფექტიანად გადანაწილებისა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

პიროვნული უნარები:
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  ორგანიზებულობა, სიზუსტე და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  •  გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში არაუმეტეს 40 საათისა.
ანაზღაურება: 2500GEL (Gross)

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე [email protected] და სათაურში მიუთითეთ „სუპერვაიზერი“

გისურვებთ წარმატებებს!




მსგავსი ვაკანსიები